Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს; ხოლო სარეჟისორო ფაკულტეტი 1972 წელს. 1959 წლიდან მოღვაწეობს რუსთაველის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ქმარი (კ. სენდერბიუს "ქალთა აჯანყება"), ლუზნეცოვი (ი. პოპოვის "ოჯახი"), პეტრე (ბლაჟეკის "მესამე სურვილი"), ბალაშოვი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი"), პოლევიო (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კლეონტი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო"), გიორგი ამირანიძე (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), მიშელი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), ხოსე (გ. მდივნის "ტერეზას დაბადების დღე"), მესამე ვეზირი, შაჰი, ყრუ, აქიმი, ყასაბი, მოტირალი, გლახაკი (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"), ოსვალდი, ბურგუნდის მთავარი (შექსპირის "მეფე ლირი"), ქონდარუხი (ა. სულაკაურის "სალამურა"), სევასტი, მსახიობი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), კატა (ე. შვარცის "დრაკონი"), გამცემლიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მეორე ექიმი, ბიზერგამი, პირველი ვექილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კადრების განყოფილების გამგე (ა. გელმანის "დასაწყისი"), შალვა (დ. ტურაშვილის "დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის") და სხვა. დადგმული აქვს: თ. ჭილაძის "დავიწყებული ამბავი", ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა", ა. ვალიეხოს "ოცნება", თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი", დე ფილიპოს "აჩრდილები". გადაღებულია ფილმში "შენს ხელთაა სიცოცხლე". წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.12 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |