შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ საჩანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი, აზერბაიჯანი. დაამთავრა თბილისის 30-ე შრომის სკოლის შვიდწლედი 1929 წელს; 1934-1936წწ. სწავლობდა მე-5 სასწავლებელში; 1937 წელს სწავლა განაგრძო "სახკინმრეწვის" კინომსახიობთა 4-წლიან სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს მუშობა დაიწყო "სახკინმრეწვში"; 1943 წლიდან კი რუსთაველის თეატრში მსახიობად; 1948 წელს სამუშაოდ გადადის კასპის კულტურის სახლის დირექტორად; 1950-1953წწ. მუშაობდა ცხინვალის ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად, მოგვიანებით ამავე თეატრის მსახიობად. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია - რუსთაველის თეატრში: ალრაზაკი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), რაიკომის მდივანი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ესტატე ციციშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), აფანასენკო (ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"); ცხინვალის თეატრში: პლატონი (ს. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შუქრი, გიორგი გიგაური (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", "მისი ვარსკვლავი"), გედეონ მოსიძე, ავთანდილ რატიანი (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია", "სანაპიროზე"), ხადილა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ნაპოლეონი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), დურმიშხანი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), სტალინი (ს. ჩეგლოვის "გამოქცევა"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ზაქრო (სანაკოევის "ვარდო"), ეტროვოი (ა. კორნეიჩუკის "ძახველის ჭალა"), სანმანი (ტხაი-ლიან ჩუს "38 პარალელის სამხრეთით") და სხვა. კინოში გახმოვანებული აქვს შემდეგი როლები: სტალინი ("ვალერი ჩკალოვი"), ექსპედიციის უფროსი ("ოქროს ბილიკი"), ნეზნამოვი ("უდანაშაულო დამნაშავები"). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.14 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |