შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ფარცხანაყანევი, ქუთაისის რაიონი. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, საშუალო განათლება კი ქუთაისის ქალთა II გიმნაზიაში; 1922 წელს დაამთავრა ტექნიკუმი. სცენაზე პირველად გამოვიდა ბათუმში 1922 წელს, რკინიგზის კლუბთან არსებულ დრამატული კოლექტივის წარმოდგენაში, სადაც 1930 წლამდე იმუშავა. პარალელურად სწავლობდა ბათუმში არსებული მუსიკალური სტუდიის ვოკალურ კლასში; 1930-1932წწ. ბათუმის თეატრის მსახიობია, 1932-1935წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ამავე თეატრში განაგრძო მოღვაწეობა; 1937 წლიდან კვლავ ბათუმის თეატრშია. შესრულებული აქვს 120-მდე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ნუცა (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), დარო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), ფოფოდია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ოლღა (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი"), კატუშა (ა. შერვაშიძის "მზე"), ფეფელა (ა. ეკალაძის მიერ გადმ. "სიყვარულზე ძლიერი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კლავდია (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინების ოჯახი"), პოშლიაკინა (ნ. გოგოლის "რევიზორი") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.15 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |