Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო ცხვარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის თეატრთან არსებული სტუდია 1949 წელს. 1949-1959წწ. გორის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან მნიშვნელოვანია: ლადო კეცხოველი (გ. ნახუცრიშვილის "სიჭაბუკე ბელადისა"), გიორგი, დათიკო (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" და "გლახის ნაამბობი"), დავით გურამიშვილი (შ. დადიანის "დავით გურამიშვილი"), იოველი (კ. ბუაჩიძის "ფაქიზი განცდები"), ირაკლი თაბუკაშვილი (ი. ვაკელის "რვალი"), დურმიშხანი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ჯემალი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), კარპიჩა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), დადლი ტრაუტ (ჯ. პრისტლის "საუნჯე"), სილვიო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. 1959 წლიდან მარჯანიშვილის მსახიობი იყო. სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ივანე დარაჯი (ო. ბახუტაშვილის "ძველ სასამართლოში"), გამზრდელი (ევრიპიდეს "მედეა") ა. ჭიჭინაძე (ავქ. ცაგარლის "ოინბაზი"), ბადრიკურა (ჟან ანუის "ჟანა დ არკი"), ანატოლი (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), პარისი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ჯარისკაცი (კ. ტრენიოვის ''ლიუბოვ იაროვაია''), დათო (ი. ჭავჭავაძის ''კაცია ადამიანი''), ფრედ ჰაიტი (თ. დრაიზერის "ამერიკული ტრაგედია"), სოზარა (ა. გეწაძის "ყარამან ყანთელაძე"), რუფიო (ბ. შოუს "კეისარი და კლეოპატრა"), კაპიტანი (გ. ხუხაშვილის "მთაწმინდის მთვარე"), ზვიადაური (ვაჟა-ფშააველას "ორი პოემა"), კოლა (ა. ზაკისა და ი. კუზნეცოვის "ორი ფერი") და სხვა. 1965 წლიდან მონაწილეობდა კინოფილმებშიც, სადაც შექმნა მრავალი საინტერესო სახე: არტურ ომლი ("დრო იწურება განთიადისას"), მეთაური ("ხევისბერი გოჩა"), ესტატე ("დიდოსტატის მარჯვენა"), ბვანა დაუ ("მოგიზგიზე კლდეების საგანძური"), მვენ მასი ("ანდრომედას ნისლეული"), დოვჟენსკოს სახელობის კინოსტუდიაში, მაიორი სანაძე ("გენერალი რახიმოვი"), უზბეკფილმი და სხვა. ინტენსიურად მონაწილეობდა აგრეთვე საქართველოს რადიო და ტელეგადაცემებში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.25; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.265 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |