The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თემურ ბურკიაშვილი

თემურ ბურკიაშვილი
Date of birth:1952  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საშენ მასალათა და კონსტრუქციების წარმოების განხრით 1975 წელს.

1978-1981წწ. სწავლობდა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1975-1978წწ. მუშაობდა თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1981 წლიდან იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სპეციალიზებული სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების ტექნოლოგიური ლაბორატორიის სექტორის გამგე; მონაწილეობდა: მცხეთის ჯვრის, ატენის სიონის, ნიკორწმინდის, ვარძიის, ნეკრესის, ყანჩაეთის კაბენისა და ალავერდის ტაძრების, ვანის, გონიოსა და ძალისას ნაქალაქრების, დავით გარეჯის მრავალმთის მონასტრების, ერეკლე მეფის სასახლისა (თელავი) და ვახტანგ გორგასლის დროინდელი კედლის (თბილისი, აბანოთუბანი) საპროექტო-სამშენებლო და სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში; შეიმუშავა კირ-დუღაბის რეცეპტურა ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენითი პროცესებისთვის; მცხეთის ჯვრისა და ნიკორწმინდის ტაძრების საშენ მასალათა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არაერთი ნარკვევი სამეცნიერო ჟურნალებში; მისი ხელმძრვანელობით მიმდინარეობდა რუსთავის სიონის ტაძრის მშენებლობა ტრადიციული მასალისა და ტექნიკის გამოყენებით; მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი 1981 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.105


Share: