შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტერბურგის სამთო ინჟინერთა კორპუსის ინსტიტუტი 1856 წელს. 1856-1858 წლებში მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ალაგირის ტყვია-ვერცხლის საბადოზე, 1858-1860 წლებში ურალსა და ალთაიში, იქაური სამთო საწარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გასაცნობად, 1860-1886 წლებში კავკასიის სამთო სამმართველოში. უმთავრესად იკვლევდა ამიერკავკასიის რეგიონული გეოლოგიურ და სასარგებლო წიაღისეულ საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს. 1886 წელს გადადგა სახელმწიფო სამსახურიდან, მაგრამ კერძო პირთა მიწვევით განაგრძობდა პრაქტიკულ საქმიანობას. პირველი ქართველი გეოლოგი, კავკასიის მკვლევარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.348
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |