შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოშრევან ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1969-1973წწ. მუშაობდა ქ. ჩელიაბინსკის N4 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენის" მაგნიტოგორსკის N416 სამშენებლო სამმართველოში საკონსტრუქციო ბიუროს პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1973-1982წწ. ქ. თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსის" ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილების მთავარი ინჟინერი იყო; 1982-1986წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს კომბინატ "გვირაბხიდმშენინდუსტრიის" ტექნიკურ განყოფილებასა და საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; 1986-1993წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "ავტოხიდის" დირექტორის მოადგილე იყო; 1993-1994წწ. მუშაობდა სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" მცხეთის ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1994-2000წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შპს "მცხეთის ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს" დირექტორად; 2000 წლიდან მუშაობს შპს "ხიდმშენი-99"-ის დირექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.105; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.438 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |