Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ბურჭულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს, 1952 წელს - ასპირანტურა. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების გამგედ; სამეცნიერო კვლევების პარალელურად, ჯერ როგორც დოცენტი და 1985 წლიდან, როგორც პროფესორი, ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ჰიდროტექნიკური ბეტონის კვლევისა და საშენი მასალების ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის საკითხები; ხელმძღვანელობდა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო სამუშაოებს, როგორებიცაა ბეტონის ყინვამედეგობისა და წყალგაუმტარობის ხარისხის ამაღლებისა და ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების დადგენა, ასევე - მრავალსიხშირიანი ვიბრაციული მაგიდის შექმნა, რომელიც ქარხნული ნაკეთობების დამზადების ვადის შემჭიდროებისა და ცემენტის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა; ხელმძღვანელობდა ლაჯანურის, ენგურისა და ჟინვალის ჰესებზე შესრულებულ თემატურ სამუშაოებს, რომლებიც მაღალი ეკონომიკური და ტექნიკური ეფექტით დაინერგა მოქმედ ენერგოობიექტებზე; ასევე, დარგობრივი სტანდარტებისა და ტექნიკური მითითებების შესრულებას ჰიდროტექნიკური ბეტონის, ცემენტის, შემვსები მასალებისა და ბეტონის სამუშაოების მიღების საქმეში; არის 70 სამეცნიერო და პედაგოგიური ნაშრომისა და გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.105-106; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 54 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |