შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კაჩაეთი, ამბროლაურის რაიონი. 1918 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა. განთავისუფლების შემდეგ, 1920 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მუშაობდა რსფსრ შრომის სახელმწიფო კომისარიატში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იგი საპასუხისმგებლო პოსტებზე იყო: რაჭის მაზრის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე (1922), საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო ბანკის დირექტორი, საქართველოს სსრ კომუნალური მეორნეობის სახელმწიფო კომისარი, საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახელმწიფო კომისარიატის კომისრის მოადგილე; მუშაობდა საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახელმწიფო კომისარიატში, სსრკ სატყეო საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის რწმუნებული საქართველოში. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.349; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები: nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |