შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეხნია წულუკიძე![]()
ბიოგრაფიაიმერეთის სამეფოს XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური მოღვაწე. ერთ ხანს სოლომონ II -ის ერთ-ერთი უახლოესი ვეზირი, მდივანბეგი. 1795 წელს იმერეთის იმ ლაშქარში იმყოფებოდა, რომელიც აღა-მაჰმად-ხანთან ბრძოლის დროს ერეკლე II-ს მიეშველა. შემდეგ, 1819-1820 წლებში, მონაწილეობდა მეფის რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ იმერეთის აჯანყებაში. 1820 წელს რუსეთში გადაასახლეს. 1821 წელს რუსეთ-თურქეთის ომში უფროსობდა იმერეთის მილიციას. მონაწილეობდა 1841 წლის გურიის აჯანყების ჩაქრობაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.349
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |