The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გაბადაძე

Date of birth:26 August, 1935  (84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით 1959 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1960 წელს, მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის საფუძველზე, მიღებულ იქნა ზესწრაფმაგრებადი, წყალგაუმტარი, გაფართოებადი და დამძაბავი ცემენტები. ამ თემაზე მის მიერ 1963 წელს, საკავშირო ჟურნალში "ცემენტი", გამოქვეყნებული იქნა სამეცნიერო სტატია; 1965-1990წწ. ხელმძრვანელობდა კომპლექსურ და მიზნობრივ პროგრამებს საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის"), საშენ მასალათა, სასუქებისა და ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროებისა და მეცნიერების და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ხაზით; 1982 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ახალი ტიპის ცემენტების ტექნოლოგიაზე, მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; მის მიერ მიღებული სპეცცემენტების ტექნოლოგია დანერგილია ქ. ხარკოვის მეტროპოლიტენისა და წყალგაუმტარი ნაგებობების მშენებლობაში, ხოლო საქართველოში "ენგურჰესის", თბილისის მეტროპოლიტენის და სს "თბილისის წყლის" ობიექტებზე; იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საატესტაციო კომისიის რეცენზენტი სადოქტორო დისერტაციებში, წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის ნაციონალური კომისიის წევრი, საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-ტექნიკური და საექსპორტო საბჭოს წევრი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; შემუშავებული აქვს და ავტორია სამი სახელმძღვანელოს, ასევე მონოგრაფიების, გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სტატია, მიღებული აქვს 40 საავტორო მოწმობა და პატენტი ცემენტებისა და ფერადი ლითონების ტექნოლოგიებში; მის მიერ დაარსებულ იქნა სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია "ელექტრონული ტექნიკის მასალების ტექნოლოგია", ასევე, სპეციალობა "სამედიცინო და სპეცმასალების ტექნოლოგია" და შპს "სპეცცემენტები"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი წყალგაუმტარი, გაფართოებადი ცემენტების მიღება-კვლევა".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.107

Awards and Honors

  • 2010 - სტუ-ს საპატიო სიგელი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: