The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სუზანა ბეჟანიშვილი

სუზანა ბეჟანიშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:1961  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

განათლება მიიღო თელავის ქალთა გიმნაზიაში. სცენაზე პირველად გამოვიდა 1908 წელს თელავის სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. 1911 წლიდან ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ თბილისის მუშათა თეატრშია. იმავე პერიოდში მიიწვიეს და პარალელურად მუშაობდა მსახიობად ქართულ პროფესიულ თეატრში. სხვადასხვა დროს იყო ბათუმის (1912-1914), ქუთაისის (1915-1917), შოთა რუსთაველის (1918-1937) თეატრების მსახიობი. 1938 წელს გადავიდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ვოდევილების თეატრში. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. შესრულებული აქვს ორასამდე როლი, მათ შორის: დედა(ა. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ნენე(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), სალომე (ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ზაალის დედა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), ბოჩკარიოვა (ალ. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), მადამ ქსინდიასი (ლ. სლავინის "ინტერვენცია"), სოფია ბერსენევა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), აღათი (ვ. შკვარკინის "ნაბიჭვარი") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.79;

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: