Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შერმადინ ცხოვრებოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. 1947-1951 წლებში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 1952 წლიდან კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბიჭიკო(მ. ბარათაშვილის "მარინე"), გუგუნავა(ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მღვდელი(ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), ბუხუტი(ე. აფხაიძის "იალაღებზე"), თენგიზი(დ. ჭუბაბრიას "ამხანაგები"), არქიფო, გენერალი ორბელიანი(ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", "შამილი"), გიგოლი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), გულდარი(გ. პლიევის "ჩერმენი"), ყარამანი(ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), გოჩა მინდელი(მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ჯგირიკოჩი(გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), იორამი(გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), მირზა(ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), სულეიმანი(გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ტოლსტიხი(ძმები ტურების და ლ. შეინინის "პირისპირ"), სტეფან მაკარიჩი, აკოფა(ა. ცაგარელის "ციმბირელი", "ხანუმა"), სანდრო(ა. გეწაძის "მზე ცრემლში"), ჯღუნაისი(ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), იანვარა(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ლომკაცა(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვასია(გ. ნახუცრიშვილის "ბორის ძნელაძე"), ჩენდოსი(ვ. ჰიუგოს "მარია ტიუდორი"), მაიორი რინგვუდი(მაინ რიდის "უთავო მხედარი"), შოშია გოგოლაძე(ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), სულხან ვეზირი(გრ. ლუხუტელის "ტახტის მემკვიდრე"), ხაძი(მ. შავლოხოვის "სასიძო"), ივან მაკაროვიჩი(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), სახლის პატრონი(დ. ვასერმანის, ჯ. დაროინის "ლამანჩელი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.79 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |