შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაისა პლიევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის 83-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1939-1941 წლებში სწავლობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1941-1943 წლებში იყო ლენინგრადის კულტურის სახლის მსახიობი. 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრის ქართული დასისი ერთ-ერთ წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლიზა(ნ. შიუკაშვილის "სულელი"), სონა(ა. ცაგარელის "ხანუმა"), რუსუდანი(მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), გრიშუტკა(ვ. დარასელის "კიკვიძე"), ნინო(ს. მთვარაძის "საქორწინო მოგზაურობა"), მედეა(ლ. სანიკიძის "მედეა"), ნინო, გაიანე(ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი", "ჩაძირული ქვები"), ნატო(მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), სარე(კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), მაია წყნეთელი(ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), მარინე(მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა"), ფატი გურიელი(ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), აგაფია ტიხონოვნა(ნ. გოგოლის "ქორწინება"), ნადეჟდა(ა. კორნეიჩუკის "ძახველის ჭალა"), დონა ისიდორია(მ. რუბინშტეინის "უთავო მხედარი", მაინ რიდის მიხედვით), ლუიზა(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მირანდოლინა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), მარო(დ. ჭონქაძის "სურამის ციხე") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |