Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური მჟავანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სარაქონი, ჩხოროწყუს რაიონი. 1941 წელს წალენჯიხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ექსტერნის წესით სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1948 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრის დრამატული სტუდია. 1942-1945წწ. იყო წალენჯიხის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. მის მიერ განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია: ლომინა (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მაღაზიის გამგე (გ. მდივნის "ვარდო"), ტატო (გ. შატბერაშვილის "ძველი სახლი"), ფოსტალიონი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), მსახური (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), სახლთუხუცესი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), დარასელია (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), უსუფხანი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), ჯოკია (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), პიკალიოვი (ა. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), პოლიციის უფროსი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, 1952 წლიდან გარდაცვალებამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებული სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ამ თეატრის სცენაზე განახორციელა დადგმები: ა. წერეთლის "პატარა კახი", მ. ბარათაშივლის "მარინე", კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები", ვ. დარასელის "კიკვიძე", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ი. ვაკელის "აპრაკუნე", აკ. დევიძის "ნატვრისთვალი" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.17 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |