The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მიქაძე

ავთანდილ მიქაძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1945
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 2021  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

ხონის I საშუალო სკოლის 7 კლასის დამთავრების შემდეგ, 1959 წელს თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის თატრალურ განყოფილებაზე შევიდა, რომელიც 1964 წელს დაამთავრა; 1964-1965წწ. ტყიბულის სახალხო თეატრში მუშაობდა; 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1970 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თეზიკო (გ. ჩარკვიანისა და რ. გაბრიაძის "ფეოლა"), ტრუფალდინო (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), მაცნე (ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური"), ანტონი (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), ავთანდილ ჯაყელი (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), როლანდი (ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), როველი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ხახუტა (ნ. ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავე"), კოწია (ივ. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), მოწაფე, ბერიკა (ჯ. იოსელიანის "ტაკიმასხარა", "ეთერიანი"), გოგი "ლ. თაბუკაშვილის "ჭრილობა"), გოგიჩა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ზაზა კახნიაური (ლ. გოთუას "გმირთა ვარამი"), ტაჰეი (ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე"), ონისიმე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), თედო (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), ტრუფალდინო (კ. გოცია "ლურჯი ურჩხული"), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.18; საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "Reportiori.ge": reportiori.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: