The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გაბედავა

ნოდარ გაბედავა
Date of birth:12 January, 1955  (69 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი (აფხაზეთის ასსრ).

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია), ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1977 წელს, ხოლო 1983 წელს - საბჭოთა კავშირის "სახმშენის" საბინაო მშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის (ЦНИИЭП жилища) ასპირანტურა (ქ. მოსკოვი). 

1977 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სოხუმის სახლმშენებელ კომბინატში ინჟინრად; 1979-1980წწ. საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 1980-1986წწ. - გენერალური დირექტორის მოადგილე; 1986 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზაში", სადაც 1995 წლამდე მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1995 წლიდან იყო ს/ს "ეგრისის", შპს "ჯეოსელის", ს/ს "საქართველოს საფოსტო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 2007 წლიდან - შპს "პრომა აუდიტის", ხოლო 2009 წლიდან დღემდე საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი აუდიტორია; წლების განმავლობაში მონაწილეობდა სოხუმში, "ლეჩკოპის" პლატოზე, ახალი საცხოვრებელი რაიონის ბინათმშენებლობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში, სოხუმის, ოჩამჩირისა და გაგრის შემოვლითი გზების, "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" საავტომობილო მაგისტრალისა და სხვა საგზაო ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.46

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის

Share: