შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გაბედავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი (აფხაზეთის ასსრ). დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი (მშენებლობის ეკონომიკა და ორგანიზაცია), ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1977 წელს, ხოლო 1983 წელს - საბჭოთა კავშირის "სახმშენის" საბინაო მშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის (ЦНИИЭП жилища) ასპირანტურა (ქ. მოსკოვი). 1977 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სოხუმის სახლმშენებელ კომბინატში ინჟინრად; 1979-1980წწ. საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი იყო, ხოლო 1980-1986წწ. - გენერალური დირექტორის მოადგილე; 1986 წლიდან გადაიყვანეს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზაში", სადაც 1995 წლამდე მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1995 წლიდან იყო ს/ს "ეგრისის", შპს "ჯეოსელის", ს/ს "საქართველოს საფოსტო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე; 2007 წლიდან - შპს "პრომა აუდიტის", ხოლო 2009 წლიდან დღემდე საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი აუდიტორია; წლების განმავლობაში მონაწილეობდა სოხუმში, "ლეჩკოპის" პლატოზე, ახალი საცხოვრებელი რაიონის ბინათმშენებლობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში, სოხუმის, ოჩამჩირისა და გაგრის შემოვლითი გზების, "ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს" საავტომობილო მაგისტრალისა და სხვა საგზაო ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.46 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |