Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარო მდივანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაწყებითი განათლება მიიღო ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. სცენაზე პირველად ზესტაფონში გამოვიდა ქუთაისის დასის მიერ გამართულ წარმოდგენაში. ლადო მესხიშვილს ახალგაზრდა ქალის თამაში ძალზე მოეწონა და წინადადება მისცა მუშაობა დაეწყო ქუთაისის თეატრში. 1899-1890წწ. სეზონში ითამაშა ფაიხოში (დ. ერისთვის "სამშობლო") და ლუიზა (დენერისა და კორმანის "ორი ობოლი"); 1900 წელს მონაწილეობა მიიღო ვ. გუნიას მიერ გამართულ დამწყებ მსახიობთა გამოსაცდელ წარმოდგენაში. შეასრულა ტურფას როლი აკაკი წერეთლის "პატარა კახში". ნიჭიერი კონკურსანტი თბილისის დასში ჩაირიცხა. იმავე წელს ითამაშა ლიზა ალ. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან". მალე წამყვანი მსახიობი გახდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1902-1903, 1909-1912), ჭიათურის (1907-1908) თეატრებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მსახიობმა ბათუმის თეატრალურ ცხოვრებაში. აქ იგი 16 წლის მანძილზე (1917-1933) მუშაობდა; 1933 წლიდან გადმოვიდა თბილისში და მუშაობდა სანკულტურის თეატრში 1949 წლამდე. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ქრისტინე (პ. ირეთელის და ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), რუქაია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), კატიუშა მასლოვა (ლ. ტოლსტოის "აღდგომა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), დეზდემონა, ოფელია, კორდელია (შექსპირის "ოტელო", "ჰამლეტი", "მეფე ლირი"), მარია ტარასოვნა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ელიკო (ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა"), ნინო (ვ. ყიფიანის "სამეგრელოს მთავარი ლევანი"), ამალია (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნუცა (ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), კლოდინე (პ. დე კურსელის "ორი ჯიბგირი"), მერცია (რ. ბარეტის "ახალი მოძღვრება"), ოლოლი (ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), ლივია (პ. სენკევიჩის "ვიდრე ხვალ უფალო"), მარფა სერგეევნა (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ივდითი (ჯაკომეტის "ივდითი") და სხვა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბათუმის თეატრის განვითარებაში, სადაც 16 წელი მუშაობდა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.23; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 641 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |