Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ დათუკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა შვიდი კლასი ქ. გურჯაანში. 1930 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პირველ სამუსიკო პედაგოგიური ტექნიკუმის საორკესტრო განყოფილებაზე. მისი დასრულების შემდეგ კი შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო განყოფილებაზე (ჰობოის კლასი). 1936-1937წწ. მუშაობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ორკესტრის მსახიობად, ხოლო 1938 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად (ჰობოის), პარალელურად საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ორკესტრის მსახიობიც იყო. 1941-1945წწ. უკრავდა ამიერკავკასიის სამხედრო შტაბთან არსებულ ორკესტრში ჰობოიზე და ინგლისურ ქარახსაზე. 1945-1972წწ. მუშაობდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ორკესტრის მსახიობად. მის შემოქმედებით ცხოვრებაში ამ თეატრში გატარებული წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა, მას მუშაობა მოუხდა ცნობილ დირიჟორებთან. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.34 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |