The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი მგალობლიშვილი

ნელი მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2004  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსტეტი 1947 წელს.

1947 წლიდან ცხინვალის თეატრის ქართული დასის მსახიობია, 1948-1991 წლებში რუსთაველის თეტრში მოღვაწეობდა. 1937-1988 წლებში თბილისის, ნაძალადევის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცხინვალის თეატრში: მარინა(ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ლუიზა(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"); რუსთაველის თეტრში: ფაიხოში(დ. ერისთავის "სამშობლო", ესმა(გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ნინო გრიბოედოვა(მ. მრევლაშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ძიძია(ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), რუსუდანი, მზექალა, მარინე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", "გზა მომავლისა", "საყდრის უფროსი"), შვენა(ა. აფხაიძის "არაგველები"), ცაბუ(ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), ამალია(შილერის "ყაჩაღები"), ოფელია, დეზდემონა, კორდელია(უ, შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი"), ნინო( ო. ჭილაძის "აქვარიუმი"), მზევინარი(მ. აბულაძის „"ვარსკვლავი ანათებს"), კეკე, შუშანა(გ. სუნდუკიანის "პეპო"), ირინე( კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), კიტა(ა. აღლაძის "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები"), ცაბუ(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), თინა(ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ირინა გოდუნოვა(ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი") და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.76; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 631

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: