შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ბაკაკური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სკრა, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის 32-ე შრომის სკოლა 1929 წელს. მუშაობდა მსახიობად პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში (1929-1932, 1934-1935), რკინიგზის ტრანსპორტის (1931-1932), მარჯანიშვილის (1932-1933), ხონის (1933-1934), მუსიკალური კომედიის (1935-1935) თეატრებში. მის მიერ მუსიკალური კომედიის თეატრში შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ბენედიქტე(ვ. ცაგარეიშვილის "სამთა სიყვარული"), კრომარი (ფ. ლეგარის "მხიარული ქვრივი"), ბაგრატი (ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ"), გრიგორ ივანიჩი, ნესტორი, მალაქი (გ. ცაბაძის "სიმღერა სიყვარულზე", "ბრწყინვალე მომავალი", "ჩვენი ნაცნობები"), ფოსტალიონი (დ. თორაძის "ნათელა"), ბოკოკია (ნ. გუდიაშვილის "სალხინობელი"), მაჭანკალი (შ. მილორავას "სასიძოები"), ლომია (რ. ლაღიძის "მეგობრები"), ავეტიკა (შ. აზმაიფარაშვილის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ათანასე (ი. მილიუტინის "ტრემბიტა"), სულთან ბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "მაია წყნეთელი" (1959), "ვინ შეკაზმავს ცხენს" (1963), "ბიჭი და ძაღლი" (1964), "ხევსურული ბალადა" (1965), "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" (1965), "ლონდრე" (1966), "არღანი" (1967), "ალოობა" (დათო პაპა, 1967), "დიდი მწვანე ველი" (გიორგი, 1967), "ბზიანეთი" (გიორგი, 1968), "მოლოდინი" (1969), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (ილო, 1969), "წყალდიდობა" (1970), "ფეოლა" (1970). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.79; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |