შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ გაბისონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს, ხოლო 1974 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. სოხუმში; 1968-1993წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, 1993-1995წწ. სოხუმის მარმარილოს მაღაროთა სამმართველოს ხელმძღვანელად, სამრეწველო გაეერთიანება "საქსაშეენმასალებში" შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვან ინჟინრად; 1995-1997წწ. სს "ბიზნესცენტრ საშენ მასალებში" ადმინისტრაციული შენობის დაცვისა და მომსახურების სამსახურის უფროსად; 1999-2003წწ. შპს "ინტერსერვისში" მშენებელ-ოსტატად, მთავარ ინჟინრად; 2003-2004წწ. შპს "ბურჯში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად;2004-2006წწ. სს "ქართუ ჯგუფში" სარევიზიო სამსახურის რევიზორად, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2006 წელს ასოციაცია "ატუში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; სს "ქართუ ჯგუფის" სარევიზიო სამსახურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის კონტროლის ჯგუფის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტია; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით თბილისში, სოხუმსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აშენდა არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობა; მათ შორის: სოხუმში - ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის 18 ობიექტი (15 ლაბორატორიული და 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი), თბილისში - ამაღლების სახელობის ეკლესია; რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა შ. რუსთაველის, კ. მარჯანიშვილის, ნ. დუმბაძისა და მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრების შენობებს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, ჯ. კახიძის სახელობის საკონცერტო ცენტრს, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენობას საგურამოში; ასევე, რეკონსტრუირებულ იქნა საჩხერის რაიონული საავადმყოფო და კულტურის სახლი, აიგო ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დახურული საჩოგბურთო კორტები, აკვა-პარკი "ციცინათელა" (ურეკში), დამონტაჟდა ფირმა "დოპელმაიერის" საბაგირო გზა დაბა ბაკურიანში, განახლდა ბათუმის დელფინარიუმი და სხვა ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |