The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ჭანკოტაძე

ვახტანგ ჭანკოტაძე
Date of birth:25 August, 1904
Date of death:30 January, 1976  (at 71 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1930-1937წწ. ხელმძღვანელობდა სურამის უღელტეხილის, "ხაშური-თბილისის", "ზესტაფონი-სამტრედიის" სარკინიგზო მონაკვეთების საელექტრიფიკაციო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. 1932-1933წწ. იმყოფებოდა სტაჟირებაზე გერმანიაში; 1937-1938წწ. იყო "ხრამჰეს-I"-ის მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1938-1957წწ. ტრესტ "ხრამჰესმშენის"(შემდგეგში ტრესტი "საქჰიდროენერგომშენი") უფროსი; 1957-1960წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინერი; 1961-1969წწ. სათავეში ედგა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენს". სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა  "ხრამჰეს-I"-ის, "გუმბათჰეს-I"-ის, "ტყიბულჰესის", სამგორის ჰესების, "ორთაჭალჰესის", "ლაჯანურჰესის", "ბჟუჟაჰესის", "სოხუმჰესისსა" და "ბაღნარჰესის" მშენებლობებს. ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.692

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ I-IV მოწვევების უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • სკკპ , წევრი (1927-)

Awards and Honors

  • 1951 - სტალინური პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    განსაკუთრებით მძიმე პირობებში "ხრამჰეს-I"-ის მშენებლობისთვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: