The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრა სავჩენკო

Date of birth:28 November, 1909  (114 years)
Date of death:19??
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტგრადი(ყოფილი კიროვოგრადი, ახლანდელი კროპივნიცკი), უკრაინა.

1925 წელს, შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. 1930-1932 წლებში ბალეტის მსახიობად მუშაობდა ხარკოვის მუსკომედიის, ხოლო 1932-1933 წლებში პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრებში. 1933-1948 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და  ბალეტის თეატრის მსახიობი. წარმატებით გამოდიოდა როგორც სოლო, ისე მასობრივ ცეკვებში, სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში: ა. მინკუსის "დონ კიხოტი", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "პიკის ქალი", "ევგენი ონეგინი", გ. კილაძის "სინათლე", მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", ე. ბიზეს "კარმენი", ჯ. ვერდის "ტრავიატა", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ბ. ასაფიევის "ბაღჩისარაის შადრევანი" და სხვ. ალექსანდრე სავჩენკო 1943-1958 წლებში მუშაობდა თეატრების ბალეტის რეჟისორ-ასისტენტად და დასის გამგედ, ხოლო 1986 წლამდე სადადგმო ნაწილის გამგედ. 1935-1938 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში(სასწავლო ნაწილის გამგედ).

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.84

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: