შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ღოღობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1959 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის ელმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის კლუბში ქორეოგრაფ ვაჟა აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1961 წელს მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში გიორგი დარახველიძის ხელმძღვანელობით; 1962 წლიდან ცეკვის ხელოვნებას ეუფლებოდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვახტანგ ჭაბუკიანის, სერგო ნონიაშვილისა და სერგო სოლოღოვის ხელმძღვანელობით; 1962-1966წწ. მოცეკვავე მსახიობად მუშობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასრულებდა "ქართულსა" და "მთიულურს"; 1966 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი. მისი პროგრამიდან განსაკუთრებით აღინიშნება: "ხევსურული", "კინტოური", "მხედრული". ნაყოფიერად მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პედაგოგად. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.29 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |