The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინა სავანელი

სხვა სახელი:ვალენტინა ლეკვეხიანი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1971  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1923 წელს დაამთავრა ქალთა სასწავლებელი (რომელიც ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა).

სცენაზე პირველად გამოვიდა მოწაფეობის პერიოდში რკინიგზელთა კლუბთან არსებულ დრამწრის წარმოდგენაში და შეასრულა ნინოს როლი ალ. ყაზბეგის "არსენაში". ამის შემდეგ სისტემატურად იღებდა მონაწილეობას იმავე დრამწრის წარმოდგენებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის (1923), ჭიათურის (1923-1929), წითელწყაროს (1930-1931), ტყიბულის (1931-1932) თეატრებში; 1933-1935წწ. - ჭიათურის ცენტრალურ მუშათა კლუბსა და მაღაროების კლუბის დრამწრეში; 1935 წლიდან იყო ჭიათურის თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს 60-მე როლი. მათ შორის აღსანიშნავია: გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხანუმა (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), ქრისტინე (ეგ. ნინოშვილის "ქრისტინე"), მელანო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), პელაგია (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), შაბლოვა (ა. ოსტროვსკის "დაგვიანებული სიყვარული"), დარიკო (ვ. სვარკინის "ნაბიჭვარი"), აგლია ივანოვა (ს. მიხალკოვის "კიბოები"), ბიანკა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), პასკვალა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), რაინა (ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე") და სხვა. ძირითადი მისი ცხოვრება და საინტერესო შემოქმედება ჭიათურის თეატრში გატარებულ წლებს უკავშირდება, სადაც მან სცენურ სახეთა მთელი გალერეა შექმნა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.34.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: