Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ თაბუკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1948-1955წწ. იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), უელსის პრინცი, ბალთაზარი, მეღვინეთუხუცესი (შექსპირის "რიჩარდ III", "აურზაური არაფრის გამო", "ფალსტაფი"), ჯოუ-ჩუნ (ცაო იუნის "ტაიფუნი"), ჯეკი (ტ. ბრანდონის "ჩარლის დეიდა"), ჯორჯი (ჯ. სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"), ვარლამი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ფუშე (სარდუს, ა. მოროს "მადამ სან-ჟენი"), დონ ხოზე (ფ. დიუმანუას, ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ვექილი (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი"), რიკარდო, ბუღალტერი (ედუარდო დე ფილიპოს "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი"), ჰოფმარშალი ფონ კალბი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბანკის მმართველი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა. მის მოღვაწეობაში ასევე აღსანიშნავია სატელევიზიო გადაცემები: "რუსული რომანსის საღამოები". წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.36; kvira.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |