The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ თაბუკაშვილი

მერაბ თაბუკაშვილი
Date of birth:5 May, 1925
Date of death:12 August, 2015  (at 90 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1948-1955წწ. იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), უელსის პრინცი, ბალთაზარი, მეღვინეთუხუცესი (შექსპირის "რიჩარდ III", "აურზაური არაფრის გამო", "ფალსტაფი"), ჯოუ-ჩუნ (ცაო იუნის "ტაიფუნი"), ჯეკი (ტ. ბრანდონის "ჩარლის დეიდა"), ჯორჯი (ჯ. სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში"), ვარლამი (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), ფუშე (სარდუს, ა. მოროს "მადამ სან-ჟენი"), დონ ხოზე (ფ. დიუმანუას, ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ვექილი (ა. ფრანსის "მუნჯი ცოლი"), რიკარდო, ბუღალტერი (ედუარდო დე ფილიპოს "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი"), ჰოფმარშალი ფონ კალბი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბანკის მმართველი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა. მის მოღვაწეობაში ასევე აღსანიშნავია სატელევიზიო გადაცემები: "რუსული რომანსის საღამოები".

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.36; kvira.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.127

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: