Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სარჩიმელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1906-1916წწ. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში; 1918-1920წწ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. გ. სარჩიმელიძე მოწაფეობის პერიოდშივე მუშაობდა: ზარეჩნის რუსულ დასში სცენის თანამშრომლად და მუსიკოსად(1912-1913), რუსული დრამაში "ტარტო"(1914-1918), ხოლო 1920 წლიდან ქართულ დრამატულ თეატრში, პარალელურად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა გრიმის ტექნიკასა და თეორიას. 1962 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაგისტრი(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), პრისტავი, ჩალიანი, ზიკოვი(შ. დადიანის "გუშინდელნი", "ნაპერწკლიდან"), დადაისტი, ნადირა(გრ. რობაქიძის "მალშტერმი", "ლამარა"), ივანე(გ. ერისთავის "დავა"), გილდესტერნი(შექსპირის "ჰამლეტი"), გავრილოვი(ნ. აზიანის "დეზერტირკა"), ვეზირი(თ. ვახვახიშვილის "მზეთამზე"), არშაკ მინაიჩი, მდოიანცი(ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი გიას გასაბჭოება" და "სულელი"), უბარისტიმი(ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ჩინელი, ლაზარე(ს. შანშიაშვილის "ანზორი", "არსენა"), კაიმბეკოვი(ვ. კორშინის "ქართა ქალაქი"), ბუბლიკი, შაითანი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდან ხმელნიცკი"), დუდკინი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ექიმი გირიში(ფ. ვოლფის "პროფესორი მამლოკი"), მღვდელი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), სერ ჩარლზ მარლოვუ (გოლდ სმიტის "ერთი ღამის შეცდომები"), კუზმა ივანოვიჩი (ა. პოპოვის "ოჯახი"), პოლოგი, გური კროტკიხი(მ. გორკის "მტრები" და "ვასა ჟელეზნოვა"), ზამუხრიშკინი (ნ. გოგოლის "ბანქოს მოთამაშენი"), ვასილ ბებუთოვი (მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი") და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.80 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |