Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გაგოშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1996 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში ხელმძრვანელობდა ნაგებობათა დინამიკის განყოფილებას; 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორის თანამდებობაზე; 1998-2017წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი; ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. თეორიული და ექსპერიმენტილი ხასიათის კვლევები ჩაუტარა ფოთის, ბჭვინთის, ანაკლიის სანაპირო არეების რეაბილიტაციისა და მდინარეების: ენგურის, რიონის, არაგვის, მტკვრის ჰიდროკვანძების მშენებლობის პროექტებს; გამოიკვლია ქ. ფოთში მდ. რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფის ნგრევის მიზეზები და დაამუშავა სარეაბილიტაციო წინადადებები; 2006 წელს ჰოლანდიელ სპეციალისტთა მიწვევით, როგორც ექსპერტი, მეთვალყურეობდა სამხრეთ აფრიკის ქ. კეიპტაუნში ჩატარებულ და ფოთის პორტის მოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს. 1972 წელს თბილისის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი იყო 1974 წელს დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1994 წელს - სადოქტორო დისერტაცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.114-115; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 77-78; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 61-62 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |