The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჯალაღანია

დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:1967  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლისუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ჩოხატაურის შრომის სკოლა 1925 წელს.

მ. ჯალაღანია პირველად სცენაზე მოწაფეობის პერიოდში 1921 წელს, ჩოხატაურის კლუბთან არსებული დრამწრის წარმოდგენაში გამოვიდა. 1926-1934 წწ. მუშაობდა ამავე კლუბის გამგისა და რეჟისორის თანამდებობაზე. 1934-1938 წლებში იყო ჩოხატაურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1943-1948 წლებში კი თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო 1949 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სიმონ ლიონიძე(გ. ერისთავის "სამშობლო"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩა(ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), კოწია(შ. დადიანის "გუშინდელნი"), უკლება(მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვ.

როგორც რეჟისორმა დადგა 40-მდე სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი, მათ შორის: დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", ავქ. ცაგარელის "ხანუმა" და "ციმბირელი", ტრ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა", მეზობლები, "საბედისწერო დამბაჩა", შ. დადიანის  "როს ნადიმობდნენ", ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "სინათლე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა" და სხვ.

 წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1950 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: