Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1933 წელს რეჟისორმა ვ. ყუშიტაშვილმა მიიწვია ქუთაისის თეატრში, სადაც ბ. ჯონსონის "ვოლპონეში" მთავარი როლი შეასრულა. შემდეგ წლებში მსახიობი გორის თეატრში მუშაობდა. 1951 წლიდან ლ. შენგელია ქუთაისის თოჯინების თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, სადაც დადგა სპექტაკლები: ე. შვარცის "წითელქუდა", ა. ბრაუსევჩის "ჭაბუკი აზნაურის ტბიდან", მ. ჟორჟოლიანისა და ა. კალანდარიშვილის "გუბაზის სტაფილო", ს. პრეობრაჟენსკის "გაზაფხულის ყვავილი", თ. ჩხაიძის "თოჯინების აჯანყება", კორიუნის "ორი ძმა", ნ. ელიაშვილის "ქოჩორა", კ. ქუთათელაძის "რობერტის სიმღერა" და სხვა. 1969 წელს ის კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამულტიპლიკაციო ფილმების გაერთიანების გადამღები ჯგუფის დირექტორის მოადგილე და ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია. 1970 წელს მან თბილისის თოჯინების თეატრში დადგა დ. ბუზუკაშვილის "ამბავი ბრიყვი ძმობილებისა"(სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1994.-გვ.82 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |