The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩიტო შოშიაშვილი

Legal name:ვენერა შოშიაშვილი
Date of birth:3 September, 1930
Date of death:1989  (at 58 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1956 წელს; სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვოკალის კლასი).

1952-1958წწ. ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა სახლის ვოკალურ ანსამბლს. წლების განმავლობაში ეწეოდა საშემსრულებლო მოღვაწეობას. მართავდა სოლო კონცერტებს თბილისში, მოსკოვში, კიევში, ლვოვში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. იყო ინდივიდუალურ შემსრულებელთა საკავშირო კონკურსის ლაურეატი და მრავალი სხვა ფესტივალისა და ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი. 1962 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის ფორუმის მონაწილე. კონცერტებით იმოგზაურა საზღვარგარეთის ქვეყნებში (საფრანგეთი, გერმანია, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი და სხვა). 1967 წლიდან იყო 26 კომისრის რაიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების თავჯდომარე და ამავე რაიონის აღმასკომის კულტურის განყოფილების გამგე.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.49

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: