შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯავა ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთი. დაამთავრა ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1958 წელს; მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1967 წელს (პედაგოგები: ვ. რუბინჩიკი და ვ. ალექსეევი). 1961 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი, თბილისი (1981), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეა (1980, ქუთაისი); ჯგუფური გამოფენები: ფერმწერთა საკავშირო პლენერი (1976 იურმალა, ლატვია), ფერმწერთა საკავშირო პლენერები (1979, 1983, თერჯოლა, საქართველო), ფერმწერთა საერთაშორისო პლენერები (1985, 1988, 1990, 1995, ქუთაისი), ფერმწერთა და მოქანდაკეთა საერთაშორისო პლენერები (2001, 2003, ქუთაისი). იგი მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ქუთაისის დრამატულ თეატრში: "ქამუშაძის გაჭირვება" (1976), ნ. ბაიერის "ინციდენტი" (1977), ნ. იმერელი "ლანდები" (1980). ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა" (1978), ალ. ჩხაიძის "შთამომავლობა" (1977), გ. ბათიაშვილის "ვალი" (1979), ქუთაისის თოჯინების თეატრში: მ. კორშუნის "ჭკვიანი მწყემსი" (1975) და ი. ლანჩავას "ყივილა" (1976) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), დ. კაკაბაძის სახ. სახვითი ხელოვნების გალერეაში (ქუთაისი), კერძო კოლექციებში (საქართველო, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია). ფერმწერი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.50; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |