Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზორბეგ ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. 1926 წელს ქობულეთის ოთხწლიანი შრომის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 1937 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1937-1945 წლებში მუშაობდა ბათუმის თეატრის მსახიობად, ხოლო 1945-1948 წლებში ხულოს სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1948 წელს მივლინებულ იქნა ლენინგრადში სარეჟისორო კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ამავე წელს დაინიშნა აჭარის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1952-1958 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად. ზორბეგ ღლონტი ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია: არსენა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), თედო(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ლიონიძე(დ. ერისთავის "სამშობლო"), სოლეიმან-ხანი(ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), ქვაბულიძე(ა. წერეთლის "პატარა კახი"), ბეგლარი(კ. კალაძის "როგორ"), კომანდირი(გ. მდივანის "ალკაზარი"), ექიმი(ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), გოდუნი(ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. დადგმული აქვს სპექტაკლები: ვ. დარასელის "კიკვიძე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", დ. ერისთავის "სამშობლო", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.88 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |