Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინა ჩაბიევა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1929 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ოსური დრამატული დასის სპექტაკლებში. 1930-1931წწ. სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1933-1935წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდიის ოსურ სექტორში. 1936-1948წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "სიმდის" სოლისტად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: შალიკო (ი. მიკიტენგოს "სოფიოს სიმღერა"), ჩაბანანი (ა. ჩიჩოევის "დღესასწაული ჩვენს ქუჩაზე"), სანიათი (ე. ურუიმაგოვას "სანიათი"), ზარადა (გ. შავლოხოვის "სასიძო"), დედა (ვ. ვანეევის "კუბატიევის რძალი"), ოთარაანთ ქვრივი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), მზევინარი (გრ. ბერძენიშვილის "ცეცხლი"), თინათინი (ვ. გაბესკირიას "მხიარული დილა"), ლიდია (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ვალია (კ. სიმონოვის "რუსი ხალხი"), გურმიჟსკაია, კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "ტყე" და "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვასილისა (მ. გორკის "ფსკერზე"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), ჟაკლინა (მოლიერის "ძალად ექიმი") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1990.-გვ.51; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-თბ.,1987.- ტ. 11, გვ.68 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |