The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არუს კარაჯიანი

არუს კარაჯიანი
Date of birth:28 December, 1919
Date of death:2008  (at 88 years)
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის 38-ე ინტერნაციონალური საშუალო სკოლა 1938 წელს; პარალელურად სწავლობდა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში; დაამთავრა ლენინგრადის პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1940 წელს.

როგორც მოცეკვავე, მონაწილეობას ღებულობდა შემდეგ ოპერებში: "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა" და სხვ.  1942 წლიდან იყო თბილისის სტეფანე შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ულიანა გრომოვა (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), სუსუნა (ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ნატალია (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), გაიანე (სუმბათაშვილის "ღალატი"), ნინა (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ლუიზა (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), დეზდემონა (შექსპირის "ოტელო"), თიზბე(ჰიუგოს"ანჟელო"), ილენა (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ვარვარა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ჟენია (ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), ხორეშანი (ი. ჭავჭავაძის "ლუარსაბი და დარეჯანი"), შაფაკი (მ. ქარიმის "მთვარის დაბნელების ღამეს"), ვარდუი (ჟ. არუთინიანის "ქორწილი 73") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.90

Awards and Honors

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: