The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ხონელიძე

დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1981  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ცეკვა შეისწავლა თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის პიონერთა კლუბში მიხეილ რაქვიაშვილის ხელმძღვანელობით. 1943 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა და 1950 წლამდე მოცეკვავედ მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, იყო ქორეოგრაფიც; 1950-1961წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი და ქორეოგრაფის ასისტენტი. ხელმძღვანელები: დ. ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაძე, ჯანო ბაგრატიონი. მათთან მუშაობამ დიდი როლი შეასრულა მისი, როგორც ქორეოგრაფის ჩამოყალიბებაში. 1961-1969წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზელის სახლის თვითმოქმედ ანსამბლში პედაგოგ-ქორეოგრაფად. აქ განახორციელა დადგმები: "კიკვიძე", "ნაბდურა", "აზერბაიჯანელ ქალთა ცეკვა" და სხვა. 1968-1975წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა თბილისის საესტრადო, საცირკო სასწავლებელში პედაგოგად. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.40

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: