The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ დევაძე

ნოდარ დევაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აგარა, ქედის რაიონი.

ცეკვა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში შეისწავლა ალ. ჯიჯეიშვილის ხელმძღვანელობით. აუდიტორიის წინაშე პირველად ცეკვა "ქართულით" წარსდგა მოსკოვში სტუდენტთა და ახალგაზრდობის 1956 წლის საერთაშორისო ფესტივალზე. 1959-1974 წლებში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ანსამბლში. პროგრამით გათვალისწინებულ თითქმის ყველა ცეკვაში მონაწილეობდა, წარმატებით გამოდიოდა ქართულ ცეკვებთან ერთად რუსულ, ბულგარულ, მოლდავურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ცეკვებში. იგი აჭარის განათლების სამინისტროს იდეურ-ზნეობრივი აღზრდის კაბინეტის მეთოდისტი იყო და ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტისა და მახინჯაურის საშუალო სკოლის თვითმოქმედ ქორეოგრაფიული კოლექტივებში. 1957 წელს თბილისში აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში მიღებული აქვს  საქართველოს უმაღლესი საბჭოს და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი ცეკვა "განდაგანისთვის; ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის ვერცხლის მედალი ცეკვა "ქართულისთვის".

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.41; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: