The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გადელია

გივი გადელია
Date of birth:1936
Date of death:2011  (at 75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1960წწ. იყო აზერბაიჯანის სამშენებლო ტრესტ "მტკვარი-არაქსწყალმშენის" უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1960-1963წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის სამუშაოთა მწარმოებელი; 1963-1965წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1973წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა სამშენბლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამინისტროს საგეგმო-ეკონომიკური და ტექნიკური სამმართველოების უფროსად, N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1973-1974წწ. იყო საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტის მშენებლობის განყოფილების გამგე; 1974-1975წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სასოფლო მშენებლობისა და მელიორაციის განყოფილების გამგის მოადგილე; 1975-1976წწ. საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1976-1982წწ. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრი; 1982-1985წწ. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1985-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სასოფლო მშენებლობისა და მელიორაციის განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე; მისი ხელმძრვანელობით აშენდა 12 საშუალო სკოლა (დმანისში, წალკაში, მანგლისში, კუმისში, კოდასა და ბოლნისში), კულტურის სახლები (მარნეულსა და წალკაში), კავშირგაბმულობის შენობა (წალკაში), რკინაბეტონის ქარხანა, სახლსაშენი კომბინატი და პროფტექნიკური სასწავლებელი (მარნეულში), საკონსერვო ქარხნები, წყალსადენები, ქვის დამამუშავებელი ქარხნები, "პნევმოტრანსპორტის" უნიკალური კომპლექსი და მრავალი სასოფლო-სამეურნეო თუ სამელიორაციო ობიექტი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.117; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.183

Member of Organizations

  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1980-1985)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: