The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჭანკოტაძე

შალვა ჭანკოტაძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1902
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1965  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა სერპუხოვის საჰაერო სროლისა და ბომბდამშენის უმაღლესი სამხედრო სკოლა 1927 წელს.

1927-1931 წლებში მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში; 1938-1941 და 1951-1965 წლებში იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების ავიაესკადრილიას, ავიაჯგუფს, პოლკს, დივიზიას. 1946 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. დაჯილდოებულია 7 ორდენით, მათ შორის გრიუნვალდის ჯვრის ორდენით და მედლებით. ავიაციის გენერალ-მაიორი (1944).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ III-IV, V მოწვევების უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
  • სკკპ , წევრი (1927-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: