The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე თუთარაშვილი

Date of birth:1921  (104 years)
Date of death:19??
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

საგუნდო ხელოვნების სიყვარული ქუთაისის II საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდში მონაწილეობისას ჩაენერგა, სადაც მისი მასწავლებელი ჯერ ბართლომე კუხიანიძე იყო, შემდეგ კი, თავისი ძმა, პეტრე თუთარაშვილი; მეხუთე კლასის მოწაფე იყო, როდესაც სასკოლო გუნდის ლოტბარობა დაავალეს; 1934 წელს ვანში გადასახლდა; იქ კიროვის სახელობის საშუალო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც დირექციამ დაავალა სკოლის გუნდის ხელმძღვანელობა; თვრამეტი წლისამ სკოლა დაამთავრა და იქვე სიმღერის მასწავლებლად მოეწყო; ამავე დროს დაევალა სარაიონო გუნდის ხელმძღვანელობა; ამ გუნდმა თავი ისახელა საქართველოს მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე; დაიმსახურა პირეველი ხარისხის დიპლომი; გარდა ამისა, გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველ რესპუბლიკურ ფესტივალში, სადაც გუნდსა და მის ხელმძღვანელს, პავლე თუთარაშვილს ერგოთ პირველი ხარისხის დიპლომი; ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 105


Share: