შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე თუთარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. საგუნდო ხელოვნების სიყვარული ქუთაისის II საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდში მონაწილეობისას ჩაენერგა, სადაც მისი მასწავლებელი ჯერ ბართლომე კუხიანიძე იყო, შემდეგ კი, თავისი ძმა, პეტრე თუთარაშვილი; მეხუთე კლასის მოწაფე იყო, როდესაც სასკოლო გუნდის ლოტბარობა დაავალეს; 1934 წელს ვანში გადასახლდა; იქ კიროვის სახელობის საშუალო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც დირექციამ დაავალა სკოლის გუნდის ხელმძღვანელობა; თვრამეტი წლისამ სკოლა დაამთავრა და იქვე სიმღერის მასწავლებლად მოეწყო; ამავე დროს დაევალა სარაიონო გუნდის ხელმძღვანელობა; ამ გუნდმა თავი ისახელა საქართველოს მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე; დაიმსახურა პირეველი ხარისხის დიპლომი; გარდა ამისა, გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველ რესპუბლიკურ ფესტივალში, სადაც გუნდსა და მის ხელმძღვანელს, პავლე თუთარაშვილს ერგოთ პირველი ხარისხის დიპლომი; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 105
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |