The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა საღარაძე

ნათელა საღარაძე
Date of birth:24 December, 1924
Date of death:22 November, 2018  (at 93 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მე-20 საშუალო სკოლა. 1942-1944 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში. 

მისი დებიუტი შედგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე (ელისაბედი, ი ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი"). სხვადასხვა წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის(1944-1946), სოხუმის(1946-1948), გორის(1948-1952) თეტრებში. 1952 წლიდან ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეტრის მსხიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: როზალია(ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის"), შუშანა(კ. კალაძის "სოფლის საამო საღამოები"), მისის სიმპსონ(ა. პეტროვის "მშვიდობის კუნძული"), დედოფალი რუსუდანი(გ. ქელბაქიანის "თქმულება დიდ მეგობრობაზე"), გრაფინია ალმავივა(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ცირა(ლ. ჭუბაბრიას "კარგი ამხანაგი"), ლედი მაკდონალდი(ლ. თაქთაქიშვილის "გრიბოედოვი"), გულქანი(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ემილია(უ. შექსპირის "ოტელო"), მისის დაჯენი(ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), მსახიობი ქალი(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი") და სხვ. 2014 წლის 14 მაისს ნათელა საღარაძეს ქუთაისის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.- გვ. 83; TOP NEWS-გაიგე მთავარი იმერეთში : psnews.ge; ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ.თეატრის ვებგვერდი: meskhishvilitheatre.ge

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ღირსების ორდენი

Share: