შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიო ჭანტურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1911 წელს. მის შემოქმედებაში ძირითადი მორალურ-ეთიკური პრობლემატიკაა. მას ეკუთვნის დრამები: "მორევში"(1910-1911, "სული ობოლი"(1916), "ბურუსი"(1919), "გაზაფხულის ვნება", "ზღუდეთა შორის" და ვოდევილი "გმირი". მისი პუბლიცისტური და კრიტიკული ნარკვევებიდან აღსანიშნავია წერილების სერია "სცენური ხელოვნების სიახლეთა შესახებ"(გაზეთი "ზაკავკაზსკაია რეჩ", 1911), რომელშიც ავტორი იცავდა რეალიზმის პრინციპებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.382 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |