Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო ჭედია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წალენჯიხა, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი დ. კობახიძე) 1926 წელს. 1926-1936 წლებში მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში, 1936 წლიდან იყო სომხური თეატრის ქართულ დასში. ასრულებდა დრამატულ და კომედიურ როლებს. მათ შორის აღსანიშნავია: სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), იაგორი (გ. მდივნის "სამშობლო"), ონისე (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ოტელო (უ. შექსპირის "ოტელო"), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), სულთანბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ-მალ-ალან") და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია მ. ჯაფარიძის "ლამპარი", ვ. შკვარკინის "ნაბიჭვარი", გარსია ლორკას "მეწაღის ჯადოქარი ცოლი" და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.388 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |