შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ქოჩორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საცდელი სკოლა. თეატრალური განათლება არ მიუღია. 1945 წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუფიმი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოფიცერი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), რომეო, მწყემსი, ლორდ გრეი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ანტონიუსი და კლეოპატრა", "რიჩარდ III"), ოსიკო (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ეშრეფი (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), შერმადინი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ფრანკი (თ. დრაიზერის "ამერიკული ტრაგედია"), ჩინო (გ. მდივნის "კონსული მოიპარეს"), კოსტაია (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ჯაკომო ფრანჩი (ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), სოსიკა ("ძველი ვოდევილები"), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), ვასილა (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), ბაბერლეი ("ჩარლის დეიდა") და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "აკაკის აკვანი" (აკაკი წერეთელი-ჭაბუკი, 1947), "თვალი პატიოსანი" (1976), "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.45; ეროვნილი ფილმოგრაფიის პორტალი: www.geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |