Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მჟავანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი როხი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია 1924 წელს. 1924-1926წწ. სწავლობდა პროლეტკულტურის დრამატულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჭიათურის (1927-1928), მოზარდ მაყურებელთა ქართულ (1928-1930 და 1932-1933), დუშეთის სახალხო (1930-1932, დირექტორი და რეჟისორი), ხობის (1936-1938, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), ველისციხის (1945-1946, მთავარი რეჟისორი), თელავის (1946-1948, მთავარი რეჟისორი), ზესტაფონის (1948-1949, დირექტორი და მთავარი რეჟისორი), ცხინვალის (1949-1950, მთავარი რეჟისორი), საქართველოს რადიოს საინფორმაციო სამმართველოში (1950, რეჟისორი). დადგმული აქვს: აქვ. ცაგარელის "ხანუმა", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", შ. თაქთაქიშვილის "ხალხის რჩეული", ა. წერეთლის "პატარა კახი", გ. აბაშიძის "ბედნიერება" და სხვა. შესრულებულია აქვს როლები: კაკული (ა. აწყურელის "ორი მშიერი"), ბიჭი (ვ. რუაძის "არსენა"), ებრაელი (აქვ. ცაგარელის "ოინბაზი"), როსტომი (შ. დადიანის "საშინელი შურისძიება"), გლეხი (ეგ. ნინოშვილის "ჯანყი გურიაში"), მცველი (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), მუშა და ვეზირი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), პირფელიანი (აკ. წერეთლის "კინტო"), მატროსი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), სიძე (გ. ერისთავის "გაყრა") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.53 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |