The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზიგმუნტ ვალიშევსკი

ზიგმუნტ ვალიშევსკი
Legal name:სიგიზმუნდ ვალიშევსკი
Other name:ზიგა  (Acronym)
Date of birth:1 December, 1897
Date of death:5 October, 1936  (at 38 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

1903 წელს ვალიშევსკების ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ბათუმში, 1905 წელს კი– თბილისში, სადაც იგი სწავლობდა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ქანდაკებისა და ფერწერის სკოლაში. 1908 წელს თბილისში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "საოცარი ბავშვი". 1919 წელს თბილისში მოხატა რესტორანი "ქიმერიონი" (ლ. გუდიაშვილთან, დ. კაკაბაძესა და ს. სუდეიკინთან ერთად, ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის შენობაშია), მხატვარ ზალცმანთან ერთად ხატავდა თბილისის ოპერის თეატრის ფარდას-პეგასს ღრუბლებში. მონაწილეობდა ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების შეგროვებაში. 1921 წლიდან პოლონეთში ცხოვრობდა. სწავლობდა კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში, 1924–1931 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში, 1931 წლიდან ისევ პოლონეთში. ვალიშევსკი ახალი პოლონური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ნამუშევრებისათვის ნიშანდობლივია პიროვნების ხასიათის სიმკვეთრე, ზოგჯერ გროტესკულობა, ნახატის სიმახვილე, ფართო ფერწერული მანერა. მხატვრის სურათების უმრავლესობა თავმოყრილია კრაკოვის, პოზნანისა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმებში. ნამუშევრები: "მოცარტი და სალიერი" (1917), "სიყვარულის კუნძული" (1935), ავტოპორტრეტი (1935; ყველა–პოლონეთის ეროვნული მუზეუმი, ვარშავა). ძველი თბილისის თემებზე ასრულებდა თეატრალურ დეკორაციებსაც. პოლონელი ფერმწერი და გრაფიკოსი, ფუტურისტი, თბილისური არტისტული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა. გარდაიცვალა ვარშავაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.143


Share: